პუტინმა ინტერნეტ-მომხმარებლებს ბერია შეახსენა

ვლადიმერ პუტინ“ინტერნეტში ადვილია დამალვა: უწმაწური სიტყვების ხმარება, უზრდელობა და ამასთანავე განცხადება, რომ ეს მისი პოზიციაა. თუკი ეს პოზიციაა და რაიმე პრეტენზია გააჩნიათ, საკუთარი სახელიც დაასახელონ” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც საკონტროლო-სადამკვირვებლო ორგანოების ინტერნეტ დარღვევებზე რეაგირებაზე ისაუბრა.

თუკი ინტერნეტ მომხმარებელი პრეტენზიებს არ გამოთქვამს საკუთარი სახელითა და გვარით, ეს “პრეტენზია არ არის, ეს ანონიმურობაა და ამ პოზიციაზე ერთადერთი შემმოწმებელი მუშაობდა კარგად – ლავრენტი პავლეს ძე ბერია” – განაცხადა პუტინმა.

ქვეყნის მეთაურმა მხარი დაუჭირა იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ მაკონტროლებელი ორგანოები ჯერ აფრთხილებენ კიბერ-დარღვევების შესახებ მომხმარებლებს და მხოლოდ შემდეგ აჯარიმებენ.

შეგახსენებთ, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელიც ატარებდა სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისრის წოდებას.

banner
წინა სტატიაშისასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას