პუტინმა ღია ცის შესახებ შეთანხემებიდან რუსეთის გასვლას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ღია ცის შესახებ შეთანხმებიდან გასვლას ეხება – 7 ივნისს რუსული მედია წერს.
კანონი, რომელიც 2020 წელს შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის პასუხი იყო, სახელმწიფო დუმამ 19 მაისს მიიღო. პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა მას ერთხმად მისცეს ხმა. 2 ივნისს შეთანხმების დენონსაციას ფედერაციის საბჭომაც დაუჭირა მხარი.
შეთნხმება 2020 წელს აშშ-მ ოფიციალურად დატოვა. მათ განაცხადეს, რომ გადაწყვეტულების მიზეზია მოსკოვის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა.

ღია ცის შესახებ შეთანხმება 1992 წელს დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენების განხორციელება შეეძლოთ იმისათვის, რომ სამხედრო მოქმედებებისთვის ედევნათ თვალყური.

banner
წინა სტატიაში„მადლობა ზრუნვისთვის“ – „კუმ დეო – ექიმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმსა და ლატალში საქველმოქმედო აქცია გამართა
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი – სჯობს, ივანიშვილმა ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მომავალში მოღალატეებად გამოაცხადებს