პუტინმა გარემოცვა ეკონომიკის ჩამოშლის რისკის შესახებ გააფრთხილა – რუსეთის პრესა

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, პუტინი კი ეკონომიკის შესაძლო ჩამოშლის რისკზე პირველად ალაპარაკდა. |

The Moscow Times-ის ცნობით, მრეწველებმა და მეწარმეებმა ერთობლივად მიმართეს ხელისუფლებას და ეკონომიკური კრიზის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გააფრთხილეს. ერთობლივ განცხადებაში ისინი ხელისუფლებას მონიტორინგისკენ მოუწოდებენ. წერილში ასევე არის რჩევა, გაიზარდოს სახელმწიფო შეკვეთების რაოდენობა 30-იდან 75%-დე.

არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით ზარალდებიან კომპანიები, რომელთა მიმართ სახელმწიფო კორპორაციებს რამდენიმეთვიანი დავალიანება დაუგროვდათ. ამავე დროს, უკვე არსებობს საბრუნავი კაპიტალის დეფიციტიც.

ბიზნესმენი ალექსანდრე კალინინი ამბობს, რომ ზოგიერთი კომპანია შეგნებულად აფერხებს გადახდის პროცესს, მანამდე კი ფინანსებს დეპოზიტზე ათავსებს, წლიური 20%-ის მითითებით, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ინფლაციამ 2024 წლის მაჩვენებლებით 9,5% შეადგინა. ამის ფონზე 19,2%-ით გაზრდილია ფულადი მასა დეპოზიტებზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფული ეკონომიკაში კი არ მიდის, არამედ ფინანსური სპეკულაციებით იბლოკება, რაც უახლოეს მომავალში ქვეყანას მასობრივი ეკონომიკური კრიზისით ემუქრება.

ვლადიმირ პუტინმა ბოლო საჯარო გამოსვლის დროს აღიარა, რომ საომარ რელსებზე გადაყვანის გამო, ეკონომიკის “გადაცივება” გარდაუვალია და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ და ცენტრობანკმა გონივრულად, ერთობლივად უნდა იმოქმედონ. მან იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციის სტაბილიზება მოხერხდება.
მაგრამ სიტუაცია ეკონომიკაში ბევრად გართულებულია, ვიდრე ეს პუტინის სიტყვებში იკითხება.

ასე მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტი 10 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა, მის დასაფარად ეროვნული კეთილდღეობის ფონდის მესამედი უკვე დახარჯულია, ხოლო სამი წლის განმავლობაში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა 20 ტრილიონ რუბლზე მეტი დახარჯა (შენიშვნა: 1 ტრლნ რუბლი – 11, 3 მლრდ დოლარია) შეიარაღებისა და კონტრაქტით მომსახურე სამხედრო პერსონალის ანაზღაურებაზე.

უკვე დაწყებულია მსხვილი კომპანიების გაბანკროტების პროცესი, ხოლო 2025 წელს კრემლში უკვე უწოდებენ “ქამრების შემოჭერის” წელს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რუსეთში კატასტროფულად, თითქმის სამჯერ შემცირდა და წელს სულ რაღაც 1,5%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება—რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? ქოცური ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია – პაატა მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაისტორია ჩვენს თვალწინ იწერება – ბორჯღალოსნების და აკა ტაბუცაძის მორიგი წარმატება