პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს და ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის შეურაცხმყოფელი, არანორმალური მდგომარეობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 2, 2019 13:37

პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს და ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის შეურაცხმყოფელი, არანორმალური მდგომარეობა

მნიშვნელოვანი

  • პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს და ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის შეურაცხმყოფელი, არანორმალური მდგომარეობა

სხვა სტატიები

პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს და ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის შეურაცხმყოფელი, არანორმალური მდგომარეობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა კარასინის ფორმატი აზიანებს ჟენევის ფორმატს.

„ჟენევის ფორმატი არის გასაძლიერებელი და როდესაც ჩვენ მარტო ვრჩებით რუსეთის წინაშე პარტნიორების გარეშე, მაშინ გაცილებით სუსტები ვართ, ვიდრე მაშინ როდესაც პარტნიორებთან ერთად ვართ. რაც შეეხება იმას, რომ კარასინთან ისევ დაგვტოვეს, ეს ნიშნავს, რომ პერსონებზე ვართ მიბმული, ეს არის არანორმალური დამოკიდებულება. პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს და ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის შეურაცხმყოფელი, არანორმალური მდგომარეობა“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 2, 2019 13:37

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics