პუტინმა ევროკავშირის “არა ევროპულ” ნაბიჯზე ილაპარაკა

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა

putinრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დელეგაცია სამმხრივი მოლაპარაკებისას უკრაინსას და რუსეთს შორის “ადგა და გავიდა” და განაცხადა, რომ “თამაში დასრულებულია” – რუსეთის ლიდერის სიტყვებს რუსული მედია ავრცელებს.
“თამაში დასრულებულია და წავიდნენ. პრეს-რელიზი კი დღეს გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ რუსულმა დელეგაციამ ჩაშალა დიალოგი” – განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ “ეს არც თუ ისე ევროპულია და არც ტოლერანტული”.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრიუსელის მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. ერთ-ერთი იყო რუსეთის დაფინანსების სისტემის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა, ასევე ტექნიკური სტანდარტების და ტექნიკური რეგულაციების ევროპული სისტემის დანერგვა რუსეთში.
ბრიუსელში დასრულებული შეხვედრის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამმხრივი ჯგუფი კიდევ არა ერთხელ დაუბრუნდება უკრაინასთან და ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 დეკემბერს, ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსეთს ემბარგო მომავალი 6 თვით გაუგრძელონ.

banner
წინა სტატიაშისაბერძენთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ Limp Bizkit-ის ლიდერს 5 წლით ბანი დაადო