პუტინმა ერდორანს ყარაბახის შესახებ პირობა წამოუყენა

პუტინმა ერდორანს ყარაბახის შესახებ პირობა წამოუყენა

7 (1)თურქული გაზეთი Sözçü , რამდენიმე ხნის წინ სანკტ-პეტერბურგში გამართულ ერდოღან-პუტინის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პუტნმა ერდოღანს 7 საკითხი წამოუყენა. ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტს, კერძოდ კი, მთიან-ყარაბახს შეეხებოდა. “იყავით კონსტრუქციულები მთიანი ყარაბახის საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი აზერნაიჯანის გამო ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ საკმარისია, დროა კონსტრუქციულები გახდეთ. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. თქვენ კი, ჩვენს საწინააღმდეგოდ, პრობლემას აღრმავებთ გადაწყვეტის სანაცვლოდ” – გაზეთი პუტინის სიტყვას ციტირებს და იქვე აღნიშნავს, რომ სანამ ერდორან-პუტინის ვიზიტი შედგებოდა, ორი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში იყო ოფიციალური ვიზიტით ჩასული. ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ კი, მან კრემლში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მიიღო.
ამერიკის ყოფილი ელჩი, მეთიუ ბრაიზა, თავის სენსაციურ სტატიაში წერს, რომ სარგსიანისგან პუტინმა აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონებიდან ორის განთავისუფლება მოსთხოვა პუტინმა. სამაგიეროდ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა სომხეთს ყველა კომუნიკაცია უნდა გაუხსნან. თურქული გამოცემის ვარაუდით, პუტინი ამ გეგმებს განიხილავდა ერდოღანთან და ალიევთან.

banner
წინა სტატიაში“პარტიზანმა მებაღეებმათბილისის მერიასთან კარვები გაშალეს
შემდეგი სტატიაფლორიდას შტატში ვლადიმირ პუტინი დააკავეს (ის არა)