პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პატიმრების გადაცემაზე ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

პუტინი: მინდა ევროპელები თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას და ოკეანის მიღმიდან არ ელოდებოდნენ მითითებებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პატიმრების გადაცემაზე ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისი დოკუმენტი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა – ადგილობრივი მედია წერს.
“მოხდეს რატიფიცირება ხელშეკრულების რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაცემის შესახებ” – ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 14 ოქტომბერს მოეწერა. დოკუმენტი რუსეთის დუმამ 19 თებერვალს მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა