პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

კანონი რუსეთის სახელმწიფო დუმამ 2022 წლის 19 მაისს მიიღო.

კერძოდ, კანონი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შეუძლია მის „მოქალაქეობაზე“ უარის თქმის გარეშე რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სოციალური სერვისებით, განათლებით, მედიცინით და სხვა მომსახურებით ისარგებლებენ. გაიწვევენ თუ არა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს რუსულ ჯარში, უცნობია.

შეთანხმების მოქმედების ვადა 5 წელია.

banner
წინა სტატიაშირუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლიმანის სრულად აღების შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო
შემდეგი სტატიაპოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა