პუტინმა დონბასის ყველა მცხოვრებისთვის გააადვილა რუსეთის მოქალაქეობის მიღება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მკვიდრთათვის გამარტივებული წესით მოხდება – ამის შესახებ საუბარია კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
აპრილის ბოლოს პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული გაცემის შესახებ დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების მკვიდრებზე. ახალი განკარგულებიდან “გარკვეული რაიონები” ამოღებულია.
პუტინის ბრძანების საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოქალაქეობას მიანიჭებს ყველა ერის წარმადგენელს, რომლებიც რუსეთის რეჟიმისგან იტანჯებიან, განსაკუთრებით კი – რუსებს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: დასავლელი პარტნიორები პუტინთან დარეკვას ეწინააღმდეგებოდნენ
შემდეგი სტატიაბრიტანელი მოსწავლე სკოლაში ბულინგის გამო მატარებელს ჩაუვარდა