პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა ჯარები საქართველოში და თუნდაც ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა-კლევერლი

იმის თქმა, რომ დასავლეთმა პუტინის პროვოცირება მოახდინა, ძალადობაში მსხვერპლის დადანაშაულებას ჰგავს – აცხადებს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, ბრიტანელი პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჟის პასუხად, რომელმაც დასავლეთი პუტინის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

კლევერლიმ მაგალითად მოიყვანა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, პუტინის აგრესია:

„დროდადრო ვხედავთ, რომ პუტინი უარყოფს მშვიდობიან ვარიანტებს, მან დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა რუსული ჯარები საქართველოში და ვფიქრობ, თუნდაც იმის ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის ყველაზე უარესი დადანაშაულებაა”- განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოგიერთ ქუჩას, სადაც გრაფიკი არ მოქმედებს, წყალმომარაგება შეეზღუდება-მისამართები და აღდგენის დრო
შემდეგი სტატიაბორელი რუსულ კანონზე: აშორებს საქართველოს EU-სთან, ამაზე ნათლად ვერ გამოვხატავთ