პუტინმა და სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარკსიანს ტელეფონით ესაუბრა -ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესამსახური ავრცელებს.
“სომხეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ვლადიმირ პუტინმა და არმენ სარკსიანმა ხაზი გაუსვეს, რომ შიდა კრიზისის მალე გადასალახავად ყველა პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობა და თავშეკავებულობა უნდა გამოიჩინოს, ასევე, მზაობა, რომ მკაცრად კონსტიტუციის ფარგლებში კონსტრუქციული დიალოგის გზით მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზა” – ნათქვამია ტექსტში.

სომხეთში დღეიდან საპროტესტო დემონსტრაციები ისევ განახლდა. ოპოზიცია მმართველი პარტიის ხელისუფლებიდან წასვლას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიბელორუსში მდებარე სახინკლეში მიმსვლელებს საკუთარი არაჟნის მიტანა აუკრძალეს
შემდეგი სტატიათაყვანისმცელლებმა ჯონ ტრავოლტა ვერ იცნეს