პუტინმა და პაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სომხეთის პრემირ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ პაშინიანმა 19 მაისს სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს – ამის შესახებ ინფორმაციასკრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მხარეებმა მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის მოლაპარაკების გზით სწრაფად მოგვარების შესახებ დაინტერესება გამოთქვეს.

“ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე, როგორც შუამავალი, აქტიურად არის ჩართული სიტუაციის ნორმალიზების პროცესში და ასევე გააგრძელებს მოქმედებას” – განცხადებაშია ნათქვამი.
მანამდე პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთანაც ისაუბრა მთიანი ყარაბახის შესახებ. საუბარი შეეხო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას, როცა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორიის 3,5 კილომეტრის სიღრმის მიწები მიიზომეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში – ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედროები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს აკვირდებოდნენ