პუტინმა და აბემ კურილიაზე ერთობლივი მოქმედებების ნიუანსებზე მოილაპარაკეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ დოკუმენტი შეათანხმეს ერთმანეთთან, რომელიც კურილიაზე ორი ქვეყნის მოქმედებებს შეეხება. ორივე ქვეყნის ექსპერტებს “შეთანხმებული პირობების საფუძველზე კონსულტაციების დაწყება” დაევალათ. თანამშრომლობის სფეროში შედის თევზჭერა, ტურიზმი, მედიცინა, ეკოლოგია. დოკუმენტი სამხრეთ კურილიის ოთხ კუნძულს ეხება.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვს ტოკიოსთან ტერიტორიული პრობლემები არა აქვს. “ეს იაპონია თვლის, რომ მას რუსეთთან ტერიტორიული პრობლემები აქვს. ამის შესახებ, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ” – თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვსა და ტოკიოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. კუნძულებზე იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰამობაის ჯგუფი რუსეთ-იაპონიას შორის დიდი ხანია დავა მიდის.

banner
წინა სტატიაშირეკომენდაციები მაჟორიტარი პარლამენტარების ბიუროების შესახებ
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბამ გადადგომაზე უარი განაცხადა