პუტინმა ჭორზე, რომ ტრამპი მოსკოვში პროსტიტუტებს ხვდებოდა, კომენტარი გააკეთა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც სილამაზის კონკურსების ორგანიზატორია, რუსეთში “დაბალი სოციალური სტატუსის” მქონე გოგოებს ხვდებოდა – განცხადება მან მოლდოვას ლიდერთან იგორ დოდონთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
“თითქმის ვერ წარმომიდგენია, რომ ტრამპი, რომელიც სილამაზის კონკურსების ორგანიზატორია, რუსეთის ფედერაციაში, სასტუმროებში, დაქვეითებული სოციალური აქტიურობების გოგოებს ხვდებოდა” – განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სხვადასხვა ფაბრიკაციების შექმნა “უარესია, ვიდრე პროსტიტუცია”.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ობამაზე: არიან ადამიანები, რომლებიც გემშვიდობებიან, მაგრამ არაფრით არ მიდიან
შემდეგი სტატიაკადიროვმა მისი პირადი დაცვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია უარყო