რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი უახლოეს მომავალში სირიის საკითხებში შეთანხმებას მიაღწევენ – Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი გადაწყვეტილებისკენ მივდივართ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებებს მივაღწიოთ უახლოეს მომავალში” – თქვა პუტინმა.
მისი აზრით, შეთანხმება ევროპაში ლტოლვილების პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ასევე, სირიაში სამოქალაქო ომი დასრულდება.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მუშაობა, რომელიც, პუტინის აზრით, კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს ამ მიმართულებებით.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლაპარაკებები მიდის მძიმედ. მისი თქმით, სირიის საკითხზე რუსეთი თურქეთთანაც მუშაობს.