პუტინმა აშშ-ს მოსთხოვა “რუსულ ჩარევაზე” დოკუმენტები წარმოადგინოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მ ოფიციალურად უნდა წარუდგინოს ბრალდება რუსეთის მოქალაქეებს და ორგანიზაციებს თუკი ისინი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე სახით მონაწილეობდნენ – თავისი პოზიცია პუტინმა NBC News-თან გამოთქვა.
“თავდაპირველად უნდა ვნახო რა ჩაიდინეს მათ, მოგვეცით ეს მასალები, მოგვაწოდეთ ინფორმაცია. მიუხედავად პირადად თქვენი დიდი პატივისცემისა, მიუხედავად კონგრესისადმი პატივისცემისა, კარგად განათლებულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ, რუსეთში დევნას ვერ დავუწყებთ ვერავის, თუკი მას რუსეთის კანონმდებლობა არ დაურღვევია. ოფიციალური არხებით ოფიციალური მოთხოვნა გამოაგზავნეთ და ის კი არა, პრესა რომ გვიყვება კონგრესის გოდებას” – თქვა პუტინმა.

ვაშინგტონმა მოსკოვი არა ერთხელ დაადანაშაულა აშშ-ს შიდა საქმეებში ჩარევაში. 13 თებერვალს კი სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა იმ ადამიანების სია გამოაქვყნა, ვინც ამერიკულ არჩევნებში ჩაერივნენ.
.

banner
წინა სტატიაშიროგორ მალავდნენ რუსული დროშას ოლიმპიადაზე (ვიდეო)
შემდეგი სტატიასკანდალი: პუტინის მიტინგზე მისასვლელად – კაცზე 500 რუბლი გადაიხადეს (ვიდეო)