პუტინმა აშშ-ს აბსურდული ულტიმატუმი წაუყენა

14580541_651204208373103_1693054826_nრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ცალმხრივად წყვეტს აშშ-სთან 2000 წელს დადებულ ხელშეკრულებას საბრძოლო პლუტონის უტილიზაციის შესახებ…
ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მიზეზად პუტინი აშშ-ს მხრიდან ,,არამეგობრულ მოქმედებებს,, ასახელებს და მისი ხელახლად ამოქმედებისთვის, ულტიმატუმის ფორმით, რამდენიმე პირობის შესრულებას ითხოვს ამ ქვეყნისაგან…
,,რუსეთის მიმართ ყველა სანქციის გაუქმება, სანქციებით გამოწვეული რუსეთის ზარალის ანაზღაურება, რუსეთის მიერ მიღებული კონტრსანქციების შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება, მაგნიტსკის კანონის გაუქმება, აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შემცირება, 2000 წლის შემდეგ ნატოში შესული ქვეყნების შეიარაღებული ძალების შემცირება,, ეს გახლავთ ჩამონათვალი იმ პირობებისა, რომლის სანაცვლოდ პუტინი მის ხელში არსებული პლუტონის განადგურების შესახებ ხელშეკრულებას ხელახლა აამოქმედებს.
პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის აზრით, ხელშეკრულების შეწყვეტა და პუტინის ულტიმატუმი, საერთაშორისო დიალოგის დალაგებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაში(video) ნიკა მელია და ბექა ნაცვლიშვილი პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატია,,მოსკოვს ობამა არ ახარებს… კლინტონის კიდევ უფრო ეშინია… მისი ბოლო იმედი ტრამპია,,