პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, ვერ მოიგებს – შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი უკრაინაში. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა:

“პუტინმა არ უნდა მოიგოს მისი ომი უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოიგებს. პუტინს უნდა გავაცნობიერებინოთ, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა არ მიიღებს ამას და არც ჩვენ” – თქვა შოლცმა.

გერმანიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დასასრულს უახლოვდება და რომ პუტინის ომმა მეტი საფუძველი მისცა ქვეყნებს წიაღისეული საწვავზე გადასვლისთვის.

banner
წინა სტატიაშიქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის, მათი სიმამაცის წინაშე, ვინც იღვაწა და თავი შესწირა თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ეროვნულ იდეას – ახვლედიანი
შემდეგი სტატიადასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს – ტრასი