ვლადიმერ პუტინი:”პატივცემულო რაულ ჯუმკას ძევ”

პატივცემულო რაულ ჯუმკას ძევ

putinaრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს და აფხაზ ხალხს “სამამულო ომის” 71-ე წლისთავი მიულოცა.

“პატივცემულო რაულ ჯუმკას ძევ,
გულითადად გილოცავთ თქვენ და აფხაზ ხალხს დიადი გამარჯვების 71-ე წლისთავს.
ეს დღესასწაული ჩვენი ხალხის უმაგალითო მამაცობის, პატრიოტიზმის და მსხვერპლშეწირვის სიმბოლოა, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იბრძოდნენ ომიში და დაუღალავად მუშაობდნენ ზურგში სამშობლოს და კაცობრიობის ნაციზმისგან დასახსნელად.
გთხოვთ, გადასცეთ ყველა აფხაზ ვეტერანს ჩემი გულწრფელი მილოცვა, ასევე, უსურვოთ მათ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება და კეთილდღეობა” – ნათქვამია ტექსტში, რომელიც პუტინმა ხაჯიმბას გაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიუკვე მივეჩვიეთ ყველა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება ეს არის თამაზ მეჭიაურის პოზიცია
შემდეგი სტატიაუცნობი ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში შეიპარა და პოლიციას გაექცა