პუტინმა ამერიკის ორი პრეზიდენტი „გადააგდო“, მაგრამ ამჯერად ამას ვერ შეძლებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 14, 2015 12:54

პუტინმა ამერიკის  ორი პრეზიდენტი „გადააგდო“, მაგრამ ამჯერად ამას ვერ შეძლებს

პუტინმა ამერიკის  ორი პრეზიდენტი „გადააგდო“, მაგრამ ამჯერად ამას ვერ შეძლებსრუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავისებური გმირობა ჩაიდინა – მან წარმატებით მოატყუა ამერიკის ორი პრეზიდენტი, მაგრამ მესამედ თეთრი სახლის თავკაცის მოტყუებას ის ვერ შეძლებს – ნათქვამია Heritage Foundation-ის მიერ მომზადებულ მოსხენებაში. როგორც ცნობილია, აშშ-ს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი სწავლობს საერთაშორისო პოლიტიკის მრავალწახნაგოვან სპექტრს და აყალიბებს რეკომენდაციებს, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის სტრატეგია მოსკოვის მიმართ.
40-გვერდიან დოკუმენტში წერია, თუ როგორ შეძლო კრემლის პატრონმა, დაერწმუნებინა ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში-უმცროსი თავისი განზრახვების სიმართლეში. თეთრი სახლის 42 და 43 პრეზიდენტები თვლიდნენ, რომ რუსეთი ამერიკის საიმედო პარტნიორია, რომელიც იცავს დემოკრატიის პრინციპებს. ორივე შემთხვევაში, კლინტონიც და ბუშიც შეცდა პუტინში.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვას, რომ მესამედ დარჩნენ მოტყუებულები. ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ რუსეთი ისე, თითქოს პრობლემები, რომლებსაც ის ქმნის, ცალკეა და არ არის არაფერთან დაკავშირებული“ – ნათქვამია დოკუმენტში.
„რასაკვირველია, არ არსებობს პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, მაგრამ ამ პრობლემების არსი ერთია: კრემლის რეჟიმის ბუნება. ვაშინგტონის ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის მიმართ იწყება იმის გააზრებით, რომ რუსეთი არ დგას დემოკრატიისკენ მიმავალ ქვიან გზაზე. ეს არის თვითმპყრობელობა, რომელიც ამართლებს და მხარს უჭერს თავის უფლებას, მოიპოვოს პოლიტიკური ძალაუფლება ძალის, მოტყუების და ასევე საგულდაგულო და ძლიერი იდეოლოგიური შეტევის გამოყენებით დასავლეთის და კერძოდ, აშშ-ის წინააღმდეგ. ამერიკამ უნდა მიიღოს რუსეთი ისეთად, როგორიც დღეს ის არის და არა ისეთად, როგორადაც რუსეთს სურს წარმოაჩინოს საკუთარი თავი“ – ნათქვამია მოხსენებაში.
Heritage Foundation-ის მოხსენებაში ნახსენებია დიდი პრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც მან კრემლთან ურთიერთობის შედეგად მიიღო და რომელმაც ჩერჩილი „დაღალა მრავალწლიანი საჩივრებით, ბრალდებებით“და სინამდვილის დამახინჯებული აღქმით.
„გამოცდილებამ მასწავლა, რომ არ ღირს კამათი საბჭოთა ადამიანებთან. მათ წინააღმდეგობა უნდა გაუწიო ახალი ფაქტების მოშველიებით, შემდეგ კი დაელოდო მათ რეაქციას“ – თქვა მაშინ ჩერჩილმა. „ეს არის ამერიკის სწორი კურსი დღევანდელი რუსეთის მიმართ“ – ნათქვამია Heritage Foundation-ის მოხსენებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 14, 2015 12:54