პუტინისთვის მონანიება რთული იქნება, მასთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას ახლა ვერ ვხედავ – ჯონსონი გამოქვეყნდა: 1 წუთის წინ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

კითხვას – მიესალმებიან თუ არა პუტინის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ ის მოინანიებს, ჯონსონმა ასე უპასუხა:

“მოკლე პასუხი არის – არა. ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პოზიცია მკაფიოა… მონანიება ძალიან რთული იქნება ვლადიმერ პუტინისთვის… ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ახლა უბრალოდ ვერ ვხედავ, როგორ შეგვიძლია პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება”, – ამბობს ბორის ჯონსონი.

მისივე თქმით, მსოფლიო 2014 წლის მოვლენების განმეორების რისკი წინაშეა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

“თუ უკრაინელები ახლა პუტინთან რაიმე სახის გარიგებას დადებენ, რისკი არის ის, რომ [პუტინი] ზუსტად იმავეს გააკეთებს და მათ ეს იციან”, – ამბობს ჯონსონი.

banner
წინა სტატიაშიყველა მათგანს ელის ბრალდებულების სკამი, არანაირი შეღავათი მოღალატეებს არ ექნებათ – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაროგორი სახელმწიფოცაა, ისეთი ელჩია – პოლონეთის საგარეო რუსეთის ელჩზე