პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა და ახლა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა გადამწყვეტი ნაბიჯებით უპასუხოს რუსეთს, თუ ის იმოქმედებს.

მისი თქმით, პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა და ახლა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.

“სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისს წარმოადგენს. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა. არჩევანი მასზეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ გადამწყვეტად, თუ რუსეთი იმოქმედებს”, – წერს შაჰინი

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში გარდაიცვალა 31 ადამიანი
შემდეგი სტატიათიბისიმ და კომერცბანკმა, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის – Marco Polo-ს საშუალებით, საპილოტე პროექტი განახორციელეს