პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში აგარაკ ლა გრანჟში გაიმართება

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტი, რომელიც 16 ივნისს ჟენევაშია დაგეგმილი, აგარაკ ლა გრანჟში გაიმართება,- ეს ინფორმაცია, რომელიც მანამდე მედიაში გაჟღერდა, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ტვიტერში” საკუთარ ბლოგზე 10 ივნისს დაადატურა.

შვეიცარიის საგარეო პოლიტიკის უწყებამ აშშ-სა და რუსეთს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, რომელიც შეხვედრისთვის შვეიცარიის არჩევაში გამოიხატა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინ-ბაიდენის შეხვედრა La Grange-ში გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტების რანგში პირველად ხვდებიან ერთმანეთს. მანამდე, 2011 წელს ისინი მოსკოვში შეხვდნენ, მაშინ ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრი იყო, ბაიდენი კი – ვიცე-პრეზიდენტი.

მარტში ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა პუტინს მკვლელად, უპასუხა რომ თვლის.

banner
წინა სტატიაშიხორცის კონცერნმა ჰაკერებს 11 მილიონი დოლარი გადაუხადა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: თუ ლაპარაკია მკაცრ გადაცდომებზე დასჯისას, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია