პუტინის უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება – მედია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განიხილავს უმცროსი ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას დაყენებას პარტია „ერთიანი რუსეთის“ სათავეში. ამის შესახებ Daily Mail კრემლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც უცხოური მედია წერს, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია იმის შესახებ, რომ პუტინს კიბოს დიაგნოზი აქვს.

„თუ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს უწინასწარმეტყველებენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს, მაშინ პუტინის უმცროსი ქალიშვილი, ეკატერინა ტიხონოვა, შესაძლოა, წარდგენილი იყოს პარტია „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ახლა, როდესაც ომი უკრაინაში მეოთხე თვეა გრძელდება, საჭიროა მემკვიდრეები. კატერინა ტიხონოვა არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პუტინის რეჟიმის არსებობის სტაბილურობის გარანტი და პირდაპირი მემკვიდრე იყოს.

ამ გეგმაში ბევრი ხარვეზია. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ქალიშვილებს იმდენ ხანს და ფრთხილად მალავდა, რომ მათ რუსეთის ფედერაციაში კარგად არც იცნობენ. მეტიც, მათი დამალვის პოლიტიკა იქამდე მივიდა, რომ მამის გვარსაც კი არ ატარებენ. კატერინამ, შეგახსენებთ, გვარი მიიღო დედის ბებიის – ეკატერინა ტიხონოვნა შკრებნევას პატივსაცემად“, – წერს მედიასაშუალება.

პუტინის უმცროსი ქალიშვილი 35 წლის არის. ის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2011 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა. უყვარს სპორტი და აკრობატული როკენროლი.

პირველ ქორწინებაში ის კირილ შამანოვთან იყო, რომელსაც 2018 წელს დაშორდა.

banner
წინა სტატიაშიტყვეობაში მყოფი „აზოვის“ ფოტოგრაფი ოჯახს დაუკავშირდა
შემდეგი სტატიაპუტინი მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს – ნეჰამერი პუტინს ესაუბრა