12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

პუტინის თქმით, სანამ კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები მშვიდობისთვის მზად იქნებიან, რუსეთი მიზნებისკენ სწრაფვას გააგრძელებს

გვჯერა, რომ ღირებული იქნებოდა არსებით დისკუსიაზე დაბრუნება, რათა გაძლიერდეს ის პირობები, რომელშიც შესაძლებელია უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, და რაც უფრო მალე, მით უკეთესი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა არაერთხელ წამოაყენა ინიციატივები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების ახალი, საიმედო და სამართლიანი არქიტექტურის შესაქმნელად.

პუტინის მტკიცებით, უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისი რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების მრავალწლიანი იგნორირებისა და რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის განზრახ შექმნის კურსის პირდაპირი შედეგია.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები აღადგინოს.

„ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისკენ, რომელიც საიმედოდ უზრუნველყოფს ყველას უსაფრთხოებას. ყველა, მათ შორის კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები არ არიან ამისთვის მზად. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამ საჭიროების აღიარება ადრე თუ გვიან მოხდება. მანამდე კი რუსეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: “არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში”
შემდეგი სტატიაკატარმა, ომანმა და საუდის არაბეთმა დაარწმუნეს ტრამპი, არ დაებომბა ირანი – რას ამბობს ოფიციალური პირი?!