პუტინის თქმით, მისი მემკვიდრე “ახალგაზრდა და გონიერი” უნდა იყოს

პუტინის თქმით, მისი მემკვიდრე

5 (1)რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სააგენტო “ბლუმბერგთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არა აქვს მიიღებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამასთანავე, მან აღწერა, როგორი უნდა იყოს მისი შემცვლელი.
“ჯერ საპარლამენტო არჩევნების წინ ვდგავართ. გავივლით ამ არჩევნებს და შედეგებს ვნახავთ. ამის მერეც წინ ორი წელი გვექნება. ამიტომ, ამაზე საუბარი სრულიად უაზრო მგონია. თანამედროვე, ადვილად ცვალებად ქვეყანაში ამის თქმა, რთულია” – განაცხადა პუტინმა.
შეკითხვაზე, თუკი პუტინი არ მიიღებს სარეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, როგორი უნდა იყოს მისი შემცვლელი, მან თქვა, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს ახალგაზრდა და გონიერი.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციისას ორი ბოევიკი მოკლეს
შემდეგი სტატიაფილიპინის პრეზდენტმა ობამას “ძაღლისშვილი” უწოდა