პუტინის პროპაგანდისტული LifeNews-ი უფულობის გამო იხურება

,,პუტინს საკუთარი ,,ფეიკებისთვის,, ფული აღარ დარჩა,, ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი რუსი ბლოგერი რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რუსული ტელეარხ LifeNews-ი ს დახურვის შესახებ.


რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი რუსული ტელეარხი LifeNews-ი 18 აგვისტოს ბოლოჯერ გავა ეთერში. ტელეარხის დახურვის მიზეზად კი – არხის ინკოგნიტო წარმომადგენელი უსახსრობას ასახელებს. როგორც რუსული მედია აცხადებს, ტელეარხი დაიხურება და სააგენტოს სტატუსით იფუნქციონირებს მხოლოდ მისი ინტერნეტ გვერდი. ტელეკომანიის 180-მდე თანამშომელი უმუშევარი რჩება.
აღსანიშნავია, რომ ტელეარხი LifeNews-ი, პუტინის ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიდან, ,,რაშა თუდეის,, შემდეგ ყველაზე ძლიერი არხი იყო, რომელიც პუტინური პროპაგანდის სასარგებლოდ ,,ფეიკების,, გავრცელებასაც კი არ ერიდებოდა.

banner
წინა სტატიაშიქართველი კრიმინალები ევროპაში- მოსკოვის ,,ოქროს გასაღები’’ და საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ ამოქმედებული ძალა
შემდეგი სტატიაფინანსური დარღვევები GEM FEST-ზე – საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს