პუტინის მუქარის შემდეგ, ფინეთმა აშშ-სთან გააფორმა სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება

ფინეთმა 18 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამ მეზობელ ქვეყანას დაემუქრა ნატოში მისი გაწევრიანების გამო.

შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით ვაშინგტონში მყოფი ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი დოკუმენტს მიესალმა და მას უწოდა “მკაფიო ნიშანი აშშ-ის ერთგულებისა ფინეთის და მთელი ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის მიმართ”.

“ჩვენ არ მოველით, რომ აშშ მოუვლის ფინეთის თავდაცვას, განვაგრძობთ ინვესტირებას ჩვენს თავდაცვაში და ვიყოფთ ტვირთს ჩვენს არეალში და მის მიღმაც” – თქვა ჰაკანენმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა
შემდეგი სტატიაპუტინი უკრაინაში საომრად ჯარისკაცებს ეძებს – რა ბრძანებას ხელი მოაწერა დიქტატორმა