პუტინის მოლოდინი, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, მცდარია – ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლოდინი, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას შეწყვეტს მცდარია. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ამის დასტური უკრაინისადმი გრძელვადიანი საერთაშორისო მხარდაჭერაა.

“უკრაინისადმი გრძელვადიანი საერთაშორისო მხარდაჭერა დასტურია იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოლოდინი, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მცდარია.

და ეს არის ყველაზე სწრაფი გზა ამ ომის დასასრულებლად. რუსეთმა განიცადა დიდი დანაკარგები. ზიანი, რომელიც პუტინმა ქვეყანას მიაყენა, ძალიან დიდია. სამხედრო და ეკონომიკურად ისინი ბევრად სუსტები არიან, ვიდრე იყვნენ. მათი პოზიციები მსოფლიოში დაეცა, მილიონობით რუსმა დატოვა ქვეყანა.”, – თქვა ბლინკენმა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ამ კვირაში ვილნიუსის სამიტზე ყველამ დაინახა, როგორ იღებდა ათობით ქვეყანა კონკრეტულ ზომებს, უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში იარაღის გაგზავნის წინააღმდეგ გერმანიაში საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს