პუტინის მიმართვა ოლანდს და ფრანგ ხალხს

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 17:19

პუტინის მიმართვა ოლანდს და ფრანგ ხალხს

კრემლის ოფიციალური საიტი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტნის მიმართვას ავრცელებს ფრანგი ხალხისა და ფრანსუა ოლანდისადმი, ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო.

“დღეს, ღამით ჩვენ საფრანგეთში მომხდარ მორიგი საშინელი ტერორისტული აქტის შესახებ გავიგეთ. მესმის ახლა რესპუბლიკის პრეზიდენტის, ისევე, როგორც მთელი საფრანგეთის ხელმძღვანელობის, არ არის დროს სატელეფონო დიალოგებისათვის, ამიტომ, სახალხოდ მინდა მივმართო.
ძვირფასო ფრანსუა, რუსმა იცის რა არის ტერორი და საშიშროება, რასაც ის ქმნის ყველა ჩვენთაგანისთვის. ჩვენი ხალხი არა ერთხელ შეეჯახა მსგავს ტრაგედიას და ღრმად განიცდის მომხდარს, ფრანგ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს და ჩვენს სოლიდარობას გამოვხატავთ.
ნიცაში მომხდარი დანაშაული, რომლის შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან, მათ შორის რუსეთის მოქალაქე, ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით და განსაკუთებული ცინიზმით.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შეგვიძლია ტერორის დამარცხება.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, გარდაცვლილთა ახლობლებს და მეგობრებს გულწრფელი თანაგრძნობა გადასცეთ და დაშავებულებს უსურვოთ მალე გამოჯანმრთელება” – ამბობს პუტინი მიმართვაში.

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 17:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics