პუტინის კულტი და ბალტიისპირელების შიში რუსეთის მიმართ

პუტინის კულტი და ბალტიისპირელების შიში რუსეთის მიმართ

putinესპანურმა გაზეთმა La Vanguardia -ამ აღმოაჩინა, რომ რუსეთში პუტინის კულტი ყვავის:
„ყველაფრის შემძლე ვლადიმერ პუტინი – ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა რუსეთის საზოგადოების უმრავლესობისთვის. რუსეთი გადაჭედილია პრეზიდენტის გამოსახულებით: ის არის ოფიციალურ პოტრტეტებზე, მაისურებზე, ტატუზე. პუტინის პოპულარობა უეჭველი ფაქტია. ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 89,9% მხარს უჭერს პუტინს. ეს აბსოლუტური რეკორდია.
პუტინის კულტმა ისეთ უკიდურესობებს მიაღწია, რომ კრასნოიარსკის ბიბლიოთეკაში, სადაც მოეწყო „ხელოვნების ღამეები“, რომელიც მთელს ქვეყანაში ტარდება, იორგანიზატორებმა სპეციალურად უსინათლოთათვის გააკეტეს პუტინის დიდი გამოსახულება, რომ მათ შეძლებოდათ თითების შეხებით გაეგოთ, რას წარმოადგენს პრეზიდენტის სახე.
პუტინის პორტრეტი შესრულებული იყო 3D ფორმატში, გამჭვირვალე პლასტიკისგან და წარმოადგენდა პრეზიდენტის თავის ქალის ზუსტ ასლს. 2015 წლის აპრილში პუტინის ანალოგიური პორტრეტი (ან იქნებ იგივე) წარმოდგენილი იყო სხვა გამოფენზე, სადაც დუმის რომელიღაც დეპუტატი ნაზად და გულდასმით წმენდდა პუტინის სახის ყოველ ნაკვთს მის პორტრეტზე“ წერს La Vanguardia.
გაზეთი El Mundo იხსენებს, რომ „ამ ზაფხულს, კალინინგრადის საზღვარზე ლიტვის პოლიციამ გააჩერა და არ შეუშვა მანქანა, რომელიც ბალტიის ქვეყანაში მიდიოდა. მძღოლს დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, მაგრამ წინა საქარე მინაზე გამოსახული იყო ნამგალი და ურო – საბჭოთა კავშირის სიმბოლო, რომელმაც ცუდი მოგონებები დაუტოვა ვილნიუსელებს. მითუმეტეს, ლიტვის კანონების მიხედვით, ეს სიმბოლოები კანონით არის აკრძალული“. გაზეთმა ამ მოგონების გახსენებით საშინელი საიდულმო გაამჟღავნა: მთელი ბალტიისპირეთი დაძაბულია და ყოველ წამს ელოდება რუსების შემოსევას“.
თუ რატომ ეშინიათ ბალტიისპირეთში ასე საბჭთა სიმბოლიკის, ახსნა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკიავიჩუსმა: „ძნელია მოძებნო ოჯახი, სადაც უფროსი თაობის რომელიმე წევრი ნაცისტური ან საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი არ ყოფილიყო. რუსეთის აგრესია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ, ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებს, რომელთაც რუსეთთან საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვთ, ამყოფებს გამუდმებულ დაძაბულ მდგომარეობაში. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვირწმუნოთ სანქციების ეფექტურობა და ნატოს მხარდაჭერა, რომლებიც მშვიდი ცხოვრების საშუალებას მოგვცემს. “ – თქვა ბუტკიავიჩუსმა.
„ლიტველების შეფასებით, რუსების 60% კარგი ადამიანები არიან, მაგრამ პუტინი მეორე სტალინია, და არასოდეს არ იცი, რას მოიმოქმედებს მეორე წამში“ – უთხრა El Mundo-ს ლიტველმა პრემიერმა.
„რიგის რუსი მერი, ნილ უშაკოვი მერის თანამდებობაზე არჩევის მომენტში, კრემლის ტროის ცხენად ითვლებოდა. ეხლა ლატვიელების დამოკიდებულება მის მიმართ უფრო მშვიდია, მაგრამ იმის ალბათობა, რომ იც მოვიდა ხელისუფლებაში რუსული
იდენტობის დასაცავად, მაინც დიდია. გამსაკუთრებით ყირიმის შემდეგ, როცა რუსებმა დემონსტრაციულად აჩვენეს, რისი გაკეთება შეუძლიათ „მწვანე კაცუნებს“ – რუსს ჯარისკაცებს“.
„ესტონეთი ცდილობს თავისი სახიფათო მეზობლისგან მაღალი ღობით დაიცვას თავი, მაგრამ ვერც სიმბოლოების აკრძალვა, ვერც კანონები, ვერც კედელი ვერ შეაჩერებს რუსებს, რომლებიც არა თუ ყოველთვის იყვნენ ბალტიისპირეთში, არამედ სამუდამოდ დარჩებიან. ისინი არანაირ ყურადღებას არ აქცევენ აკრძალვებს, მაგალითად, ბოლო, რაც ემახსოვრება მგზავრებს, რომლებიც ვილნიუსში ჩაფრინდნენ აეროფლოტის რეისით, ეს არის გამოსამშვიდობლად გაწვდილი სტიუარდესას ხელი წითელ უნიფორმაში, რომელსაც ამშვენებს მკვეთრი ღილები ნამგლის და უროს გამოსხულებით. საბჭოთა კვალი, რომელიც ბალტიისპირელებს ღრმად ქონდათ ჩაფლული მეხსიერებაში, თურმე ცოცხალია და ჯანმრთელად გრძნობს თავს“.

banner
წინა სტატიაშითბილისში საფრანგეთის საელჩოს საპატრულო ეკიპაჟი იცავს
შემდეგი სტატიაილია მეორე: მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს