7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის, სემიონ სკრეპეცკის (რობერტ კუზოვკოვის) მკვლელობის საქმეზე საქართველოს 22 წლის მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორი ტომაშ სემონიაკი ავრცელებს. მისი ცნობით, დაკავებულს ბრალად მკვლელობაში თანამონაწილეობა და ხელშეწყობა ედება:

„ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. 22 წლის საქართველოს მოქალაქე ეჭვმიტანილია რობერტ კ.-ს მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში. სასამართლომ მას 3 თვით დროებითი პატიმრობა შეუფარდა“, — აცხადებს სემონიაკი.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ოპოზიციის ერთიანობა საკნებში დიდ ენერგიას გვაძლევს
შემდეგი სტატიაექიმ გიორგი ახობაძის სახლში პოლიცია მივიდა