პუტინის ინიციატივით, სსრკ-ს ნაცისტურ გერმანიასთან გაიგივებისთვის რუსეთში დაჯარიმდებიან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიასთან გაიგივებისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, ფიზიკურ პირებს, რომლებიც საჯაროდ შეადარებენ სსრკ-სა და ნაცისტური გერმანიის როლს მეორე მსოფლიო ომში, უარყოფენ საბჭოთა კავშირის წვლილს ფაშიზმზე გამარჯვებაში, 15 დღით დააპატიმრებენ, ან ჯარიმის სახით 5000 რუბლი დაეკისრებათ.

რაც შეეხებათ იურუდიულ პირებს, ისინი კანონის დარღვევის შემთხვევაში, 50 000 რუბლით დაჯარიმდებიან. კანონის ხელმეორებით დარღვევისთვის კი, მათ 3 თვით მუშაობა აეკრძალებათ.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რუსეთის ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშირუსული რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულია – უკრაინის თავდაცვა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა