პუტინის გეგმები ჩაიშალა: უკრაინამ მიაღწია ომამდელ მარცვლეულის ექსპორტის მოცულობას

„მრავალმხრივი სამხედრო ოპერაციის წყალობით, კიევმა შეძლო ჩაეშალა კრემლის გეგმები შავი ზღვის კონტროლის შესახებ – სამოქალაქო გადაზიდვების ბლოკადა დაირღვა,“ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში განახადა.

როგორც Dialog.UA პლეტენჩუკზე დაყწდნობით იუწყება, დღეს უკრაინამ მოახერხა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის ომამდელი შესაძლებლობების მიღწევა.
„ჩვენ უკვე გადავკვეთეთ საზღვარი 500 გემით და 10 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთით,” – თქვა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, საკვების უმეტესი ნაწილი, რომელიც გლობალურ სამხრეთს სჭირდება, ახლა შავი ზღვის გავლით მიეწოდება. მანამდე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში უკრაინის პორტებში სულ რაღაც 500 გემი შევიდა, რომლებმაც დაახლოებით 15 მილიონი ტონა პროდუქცია გადაიტანეს.

შეგახსენებთ: რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაბლოკა უკრაინის საზღვაო პორტები და დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა. მალე, თურქეთის შუამავლობით, კიევმა და მოსკოვმა შეათანხმეს ე.წ. მარცვლეულის დერეფანი შავ ზღვაში, რომლითაც გემებს უსაფრთხოდ შეეძლოთ ტვირთის გადატანა. რუსეთის ფედერაცია ჩაერია ამ დერეფნის მუშაობაში და 2023 წლის ივლისში შეთანხმება მთლიანად ჩაშალა. ამის შემდეგ კიევმა გადამწყვეტი ზომები მიიღო – ჩაატარა წარმატებული სამხედრო ოპერაციების სერია ყირიმში, გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით 20%. მოსკოვს ოკუპირებული ნახევარკუნძულიდან სამხედრო ხომალდების სასწრაფოდ გაყვანა მოუწია. ამ სიტუაციაში რუსეთის ფედერაციას ზღვის კონტროლი აღარ შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიბუდანოვი: რუსები ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ
შემდეგი სტატიაგასულ წელს რუსეთის საგადასახადო შემოსავლები ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან 24%-ით შემცირდა