პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო არეულობაზე

“პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა”, – ასე აფასებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში სამხედრო ამბოხს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობა “ახლა უფრო ახლოსაა”.

განცხადება ანტონიო ტაიანიმ იტალიური გამოცემა Il Messaggero-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ტაიანი ფიქრობს, რომ ვაგნერის დაჯგუფების აჯანყებამ აჩვენა რუსეთის ხელისუფლების სისუსტე, რაც შეიძლება, უკრაინას დაეხმაროს.

“შიდა ესკალაცია იწვევს რუსი სამხედროების დაყოფას. ეს გარდაუვალია, როცა მხარს უჭერ და აფინანსებ დაქირავებულთა ლეგიონს”, – განაცხადა მინისტრმა.

ტაიანი დასძენს, რომ ვაგნერის ქმედებების შედეგად შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ “დღეს რუსული ფრონტი გუშინდელზე სუსტია”.

banner
წინა სტატიაშიწლის ბოლომდე გერმანია უკრაინისთვის დამატებით 30 Gepard-ის გადაცემას გეგმავს
შემდეგი სტატიარუსეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მაკრონი დუდას ტელეფონით ესაუბრა