პუტინის დავალებით დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მცხოვრებ სამამულო ომის მონაწილეებს 10000 რუბლს გადაუხდიან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავრობა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებ სამამულო ომის მონაწილეებს ერთჯერადი დახმარების სახით 10 000 რუბლს გადაუხდის. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

„1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, გადავწყვიტე 2022 წლის მაისში გადავიხადო ერთჯერადი ანაზღაურება დიდი სამამულო ომის მონაწილეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებში „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“, ერთჯერადი თანხა 10 ათასი რუბლის ოდენობით“, – აღნიშნულია კრემლის ლიდერის განკარგულებაში.

განკარგულებას ხელი 30 აპრილს მოეწერა და ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში დაფნის პლანტაცია დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსდა
შემდეგი სტატიახეების უკან არ ვიმალებით… მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლინობას – ალიევი