პუტინის ცოლის ბებია სკანდალში ეხვევა

14508622_647636918729832_1709616305_nრუსული მედია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ცოლის ბებიაზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც არა რაიმე სასაცილო სიუჟეტს, არამედ რამდენიმე მილიონის ქონებას ეხება, რომელიც ამ ქალბატონმა რუსი მილიარდერებისაგან შეიძინა.
საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეორე ცოლზე (ზოგიერთი ინფორმაციით არაოფიციალურ ცოლზე რედ.), ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაზე, რომლის ბებიას, 80 წელს მიტანებულ ანა ზაცეპილინას, საიდანღაც იმდენი ფული აღმოაჩნდა, რომ ,,ფორბსის,, ვერსიით რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მყოფ გენადი ტიმჩენკოსა და პეტრ კოლბინისაგან 3 ძალიან ძვირადღირებული ბინა იყიდა მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგში.
ტელეკომპანია ,,დოჟდ,,-ის მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტში, საუბარია რუსი მილიარდერების ქონებაზე… კერძოდ ბინებზე, რომელთაგან ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი სამ ოთახიანი ბინა -601 კვ.მ. – მოსკოვში ძველ არბატზე მდებარეობს – კაბაევას ბებიამ მილიარდერ კოლბინისაგან იყიდა… ხოლო 211 კვ,მ. ბინა, სანკტ პეტერბურგში, ასევე პრესტიჟულ ისტრორიულ რაიონში – მილიარდერ ტიმჩენკოსაგან.
გარიგების ღირებულებას, რუსულ მედია საშუალებას ვერ აზუსტებს, თუმცა ექსპერტების აზრით, საუბარია რამდენიმე მილიონი დოლარის ქონებაზე, რომელიც სავარაუდოდ ქალბატონ ანა ზაცეპლინას თავისი ცხოვრების ბოლო დღეების გასატარებლად არ შეუძენია და რომლის საფასურიც, დიდი ალბათობით არც საკუთარი პენსიიდან გადაუხდია.

banner
წინა სტატიაში„ჩემი ცოლის დაქალები“ მცხეთურად
შემდეგი სტატიატრამპის ოფისი რუსეთთან ფარულ თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ კარტერ პეიჯს გაემიჯნა