პუტინის ბიპოლარულ სამყაროში დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ არსებობენ – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის მკაცრ განცხადებებს ფინეთისა და შვედეთის მიმართ, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ ნატოში გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ.

უკრაინამ მხარი დაუჭირა ფინეთის და შვედეთის მთავრობებს უახლოეს თვეებში ნატოში გაწევრიანების იდეის შესახებ.

„მკვლელი სახელმწიფო აშანტაჟებს ფინეთს და შვედეთს ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო. არ არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფოები რუსი დიქტატორის ბიპოლარულ სამყაროში. უკრაინა იხდის სისხლიან ფასს ევროატლანტიკური არჩევანისთვის“, – ვკითხულობთ ტვიტში.

banner
წინა სტატიაშიუნდოდა ქართულ ოცნებას უკრაინაში წასვლა? არა! მიდის? კი! – ვაშაძე
შემდეგი სტატიამთავრობა უკრაინის მხარდაჭერას სიტყვით და საქმით ამტკიცებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სიტყვით, საქმით კი წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს – დავით ჩიხელიძე