პუტინის არმიის საჰაერო თავდასხმას 53 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ის ბანაკი დაბომბა, სადაც “აზოვსტალის” მცველები არიან დატყვევებული. დროებით ოკუპირებულ ელენოვკაში მდებარე ბანაკზე სარაკეტო იერიში დღეს მიიტანეს.

მედიის ინფორმაციით, პუტინის არმიის საჰაერო თავდასხმას 53 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდისტული მედია-საშუალები შემთხვევის ადგილიდან ვიდეო მასალას ავრცელებენ და ამტკიცებენ, რომ ტყვეთა ბანაკზე იერიში უკრაინელმა არტილერისტებმა HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემიდან მიიტანეს.

მომხდართან კავშირს უარყოფს ოფიციალური კიევი და ოკუპანტების განცხადებას კრემლის მორიგ ბინძურ პროვოკაციად აფასებს.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
შემდეგი სტატიასკანდალი- დავით ოქიტაშვილმა Facebook პოსტის გამო კახა მიქაიას დაუკავშირდა