პუტინის ახალ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის “გაფორმებულ” ე.წ. ხელშეკრულებებს უკანონოდ აფასებს და ამბობს, რომ ამ დოკუმენტებს სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.

საგარეო უწყება ეხმაურება პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც თავის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენა დაავალა:

“საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტიაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი არ მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ამასთან, მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. “საზღვრის” საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი ნებისმიერი შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდება, როგორც ევროპაში სახელმწიფოთა სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობად რუსეთის მიერ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან,”- აცხადებენ საგარეოში.

პუტინმა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან საზღვრის დადგენა მიხეილ პეტრაკოვს დაავალა

banner
წინა სტატიაშიპუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხაილ პეტრიაკოვი დანიშნა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ირაკლი ქადაგიშვილს: ეს ბატონი ავტომატით,რომ თხოვდა გამსახურდიას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ესაც არ აცალა ისე დაამხო