რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე მიტანილი უკრაინული იერიშის შესახებ გირგი თავდგირიძე წერს, რომ ვლ. პუტინმა და მისმა გარემოცვამ დიდი რეპუტაციული დარტყმა მიიღო:
“პუტინმა და მისმა გარემოცვამ დიდი რეპუტაციული დარტყმა მიიღო. პერსონალურად, პუტინის მმართველობა, დასრულდა. მასთან აღარც მოლაპარაკებას აზრი აღარ აქვს. მის მიერ გაცემული ყველა პირობა და თამასუქი გაუფასურდა. პუტინის ოფიციალურ გადადგომამდე ( პროცესების მშვიდობიანად განვითარების ერთადერთი და მიზერული შანსი), ყველა პროცესი მხოლოდ ინერცია იქნება და კრემლში გადაჯგუფებისათვის დროის გაყვანა. ახალი მართველი ახალი წესებით და ინტერესებით მოვა.
რამდენად უმტკივნეულო პროცესი იქნება კრემლის მეპატრონის შეცვლა, დღეს, ძნელი სათქმელია ( რაც უფრო სისხლიანი და მტკივნეული, მით უკეთესი სამყაროსათვის), მაგრამ ფაქტია რომ პუტინის ეპოქა სრულდება, უკრაინამ დაასრულა. რუსი შოვინისტებისათვის და იმპერიალისტებისათვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია, რომ პუტინი ზელენსკიმ გააფარჩაკა და ადგილი “პარაშასთან” მიუჩინა ( უკაცრავად ასეთი ტერმინებისთვის, მაგრამ თანამედროვე რუსული პოლიტიკური ელიტა ქურდული გაგებებით ცხოვრობს და “მოღვაწეობს”.
ამის მაგალითი ბიძინა ივანიშვილი გვყავს საქართველოში. პ.ს. სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა იყო, მაგრამ გაცილებით ძლიერი ეფექტი რუსეთის მმართველ ვერტიკალზე გამოვლინდება”, – წერს გიორგი თავდგირიძე.