პუტინი: ვწუხვარ ესპანეთის გამო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 1 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიურ რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა.
სხვადასხვა ქვეყნების ელჩების რწმუნების სიგელთა მიღების ცერემონიაზე, პუტინმა შეფასება მისცა კატალონიის ავტონომიურ რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს, სადაც მოსახლეობის 90 %-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას.

,,ვერ დავმალავ იმას, რომ ვწუხვარ ესპანეთის გამო. მართალია ეს არის ესპანეთის სამეფოს შიდა საქმე, მაგრამ ვიმედოვნებ რომ მოხერხდება ამ კრიზისის დაძლევა,, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა
ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკანონოდ მიჩნეული დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე ამომრჩევლებისთვის დაბრკოლების შექმნის მიზნით პოლიციის მკაცრმა ჩარევამ, სულ ცოტა 900-დე ადამიანის დაშავება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშირუსთავში არასრულწლოვან გოგონაზე იძალადეს
შემდეგი სტატია,,ბიბლიური პანიკა,, ლონდონში