პუტინი: ვნახოთ როგორ მუშაობს ნაქები ამერიკული სასამართლო

რუსეთის პრეზიდენტი ვლდიმერ პუტინი, რომელმაც ერთი თვის უკან, აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთში მათი დიპლომატიური წარმომადგენლობის შეზღუდვით უპასუხა, ამ მეთოდის გამოყენებას კიდევ ერთხელ აპირებს და ამჯერად მას, აშშ-ს მიერ რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვაზე პასუხი ერქმევა. პუტინის განცხადებით, რუსეთი აპირებს ამერიკულ სასამართლოში უჩივლოს აშშ-ს ხელისუფლებას, რუსეთისთვის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვისა და მისი საკუთრების ხელჰყოფის გამო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთში BRICS-ის სამიტზე ყოფნისას განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა საბოლოო პასუხზე ამერიკელთა ბოლო დროინდელ მოქმედებებზე, თუმცა მან განმარტა, რომ 455 თანამშრომლიდან, რომელიც დარჩა რუსეთში აშშ-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სმუშაოდ, 155 ადამიანი არა საელჩოს, არამედ გაეროს, სხვადასხვა მისიებს ემსახურებიან.
,,მკაცრად  ვთქვათ და პარიტეტზე რომ ვისაუბროთ. ეს არ გახლავთ 455 საელჩოს თანამშრომელის, არამედ მინუს 155. ასე რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ამ რაოდენობის აშშ-ს დიპლომატზე მივიღოთ გადაწყვეტილება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,,- აცხადებს პუტინი,
,,დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირება, ამერიკელთა პრეროგატივა იყო. სხვა საქმეა, რომ ეს უხამსი ფორმებით გააკეთეს. ეს არ ამშვენებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ამასთანავე, აშშ-მ დაარღვია ჩვენი საკუთების უფლება და ჩვენ მივმართავთ ამასთან დაკავშირებით სასამართლოს. ვნახოთ როგორ მუშაობს ნაქები ამერიკული სასამართლო,, -განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დიმიტრი: გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა
შემდეგი სტატიასააკაშვილთან ურთიერთობებში მისთვის არაფერი შეცვლილა