აშშ-სთან მოლაპარაკებების მიუხედავად, ვლ. პუტინი აქცენტს აკეთებს უკრაინის სრულ კაპიტულაციაზე, – ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ.
4 მაისს პროპაგანდისტმა ზარუბინმა გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი პუტინზე. იქ ვლ. პუტინმა მკვეთრად გამოხატა, რომ რუსეთს საკმარისად აქვს “ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა უკრაინაში მიმდინარე” დაპირისპირება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.
პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსები და უკრაინელები აუცილებლად შერიგდებიან, ასევე სჯერა, რომ უკრაინა “რუსეთის ქვეჯგუფშია”.
ომის მეოთხე წელს პუტინს ისევ სჯერა, რომ მის მიერ 2022 წელს დასახული მიზნები უკრაინასთან მიღწევადია. შეხსენებად ღირს, რომ ეს მიზნები მხოლოდ უკრაინის სრულ კაპიტულაციას უკავშირდებოდა.
ანალიტიკოსების აზრით, პუტინი არ აპირებს შეანელოს შეტევითი ოპპერაციების რიტმი უკრაინაში ან გადავიდეს თავდაცვით პოზიციებზე. მათი აზრით, რუსი დიქტატორი თავისი განცხადებებით ცდილობს, რუსეთის ფართო საზოგადოება უკრაინასთან კიდევ უფრო ხანგრძლივი ომისთვის შეამზადოს.
აღსანიშნავია, რომ ვლ. პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა 2025 წელი “მამულის დაცვის” წლად.