პუტინი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს მხოლოდ აშკარად პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს – შულცი

“პუტინი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს მხოლოდ აშკარად პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს” – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცი საუბრობს. მის განცხადებას გამოცემა Bild ავრცელებს.

შულცი პროგნოზირებს, რომ სულ მალე, მსოფლიო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შიმშილის წინაშე დადგება და მილიონობით ადამიანი დაიღუპება, ამის წინაპირობა კი, მისი თქმით, გვალვა, კორონავირუსის პანდემია და რუსეთის ომი უკრაინაში იქნება.

კითხვაზე, თუ რა როლი ექნება პუტინს მომავალ კრიზისში, მან თქვა: “ის სარგებლობს, რომ რუსულ და უკრაინულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მსოფლიოს ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული”. მისივე თქმით, პუტინმა “უკრაინიდან მარცვლეული მოიპარა” და მის გაზიარებას “მხოლოდ ცალსახად პრორუსული ქვეყნებისთვის აპირებს”.

უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ მარცვლეულის მოპარვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ
ზოგიერთი ქვეყანა უკრაინიდან რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის ყიდვას ცდილობს.

“მე არ მინდა დავასახელო ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან გარიგებებს დებენ რუსეთისგან ჩვენი მარცვლეულის შესაძენად. თუ ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა ვიტყვით”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ქსელის სამუშაო შეხვედრა
შემდეგი სტატიაუკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა