პუტინი უკრაინაში საომრად ჯარისკაცებს ეძებს – რა ბრძანებას ხელი მოაწერა დიქტატორმა

პუტინმა ბელორუსის, მოლდოვასა და ყაზახეთის მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა.

ხელმოწერილი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. სამი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უქმდება რუსეთში ხუთწლიანი ბინადრობის მოთხოვნები, ასევე რუსეთის ისტორიისა და კანონების ცოდნა.

მეტიც, ბელორუსის მოქალაქეებს არ სჭირდებათ რუსული ენის ცოდნის დადასტურება, ენის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა მხოლოდ მოლდოვისა და ყაზახეთის მოქალაქეებისთვის რჩება.

შეგახსემებთ: მაისში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღების შესახებ იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან და იბრძოდნენ უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მუქარის შემდეგ, ფინეთმა აშშ-სთან გააფორმა სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება
შემდეგი სტატიადიმიტრი მედვედევის ვაჟი, ილია სანქცირებულთა სიაში მოხვდა