პუტინი: უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე იერიში სცადა, გავაფრთხილეთ გაეროს სააგენტო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინა კურსკის ოლქში ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის მიტანაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთმა მომხდარზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა.

პუტინმა ამის შესახებ, დამატებითი დეტალებისა და დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე, სხვა რუს მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. თავის მხრივ, უკრაინულ მხარეს პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთანავე, რუსეთის კურსკის ოლქის მოქმედმა გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა ამავე შეხვედრაზე პუტინს უთხრა, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

6 აგვისტოდან კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში 92 დასახლებას აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: გუშინდელი მომართვების უდიდესი ნაწილი იყო პუტინის გასაგონად – “თქვენიანი ვარ”
შემდეგი სტატიარუსეთში, კრასნოდარის მხარეში პორტ “კავკაზში” განთავსებულ სარკინიგზო ბორანი უკრაინელებმა ჩაიძირეს