პუტინი – ტრამპი სწრაფად აღადგენს წესრიგს, ევროპული ელიტა კი ბატონის ფეხებთან დადგება

კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი „Russia 1“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წესრიგს სწრაფად აღადგენს, ევროპული ელიტა კი ბატონის ფეხებთან დადგება“.

„გარწმუნებთ: ტრამპი თავისი ხასიათით, თავისი სიმტკიცით საკმაოდ სწრაფად აღადგენს წესრიგს. ისინი {ევროპული ელიტა} ბატონის ფეხებთან დადგებიან“, – აცხადებს პუტინი.
ამასთან, კრემლის ლიდერმა თქვა, რომ ადრე ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ საკუთარი აზრი და გამბედაობა გამოეხატათ, დღეს კი ასეთები არ არიან.

„დღეს ასეთი ხალხი იქ პრაქტიკულად არ არის. ისინი აშკარად აკეთებენ რაღაცას, რაც მათი საქმე არ არის“, – დასძინა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე – უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია
შემდეგი სტატია“აქ დგომა მორალური ვალდებულებაა, სანამ 53 ადამიანი იქნება პატიმარი, მანამდე იქნება პროტესტით მოცული თბილისი და არამარტო თბილისი” -ნიკა მელია