პუტინი: თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 17, 2015 14:33

პუტინი: თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს

მნიშვნელოვანი

  • პუტინი: თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს

სხვა სტატიები

პუტინი: თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოსდღეს, 17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რიგით მე-11 დიდი პრეს-კონფერენცია გამართა, რომელშიც ათასზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გთავაზობთ, პრესკონფერენციის განმავლობაში ვლადიმირ პუტინის ყველაზე საინტერესო გამონათქვამებს.

ნავთობის ფასისა და ბიუჯეტის კორექტირების შესახებ

მომავალი წლის ბიუჯეტის დათვლისას, ჩვენი ამოსავალი წერტილი ზუსტად ეს ციფრი იყო (50$ ბარელი ნავთობი). ეს დღეის მონაცემებით ძალიან ოპტიმისტური შეფასებაა. ახლა რამდენია ის – 38? ჩვენ იძულებული ვიქნებით აქ კორექტირება შევიტანოთ… ჯერჯერობით არ ვიჩქარებთ ბიუჯეტის კორექტირებას, რადგანაც ეს სოციალური ხარჯების შემცირებას გამოიწვევს თავისთავად. მთავრობა, ცხადია, მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.

კრიზისსა და ტვირთბრუნვაზე

მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა, ინვესტიციების ძირითადი კაპიტალი უკანასკნელი 10 თვის მანძილზე 5,7%-ით შემცირდა. ამასთანავე, სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკამ კრიზისის პერიოდი გადაიტანა, ყოველშემთხვევაში, კრიზისის პიკი მაინც… ჩვენი ბიუჯეტის შემოსავალი საექსპორტო ტვირთებიდანაც შემცირდა. რატომ? ღირებულების მაჩვენებლის გამო. რადგანაც პორტებში ტვირთბრუნვის ზრდას ვაფიქსირებთ, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური მოცულობა არ იკლებს, არამედ, იზრდება.

მთავრობის მუშაობასა და მინისტრთა კაბინეტის შესაძლო გადაადგილებებზე

არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. ჩვენ, მთავრობასთან ერთად ვფიქრობთ, როგორ სრულვყოთ სტრუქტურა, როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა და სოციალური სფერო. არის ასეთი გეგმები, მაგრამ ისინი რაიმე სახის დრამატულ ხასიათს არ აატრებენ და არ გულისხმობს გამონაკლისის სახით პერსონალს, გულისხმობს ამ მნიშვნელოვანი მართვის ორგანოს სრულყოფას. ჩემი მუშაობის დიდი ხნის მანძილზე შესაძლებელი იყო შეგემჩნიათ, რომ მე ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები ა) ადამიანებს, ბ) ვფიქრობ, რომ საკადრო ცვლილებები, როგორც წესი, ის ყოველთვის ნეგატიური არ არის, მაგრამ, ცვლილებები ხელისშემშლელია. თუკი ვინმეს რაიმე არ გამოსდის, რაზეც, ცხადია, მეც ვიღებ პასუხისმგებლობას, ვთვლი, რომ აქ ჩემი ბრალიც არის. ცხადია, უნდა ვიმუშაოთ და საჭიროა უკეთესი მუშაობა. მაგრამ, მთლიანობაში სტრატეგიულად, მთავრობა ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს ეფექტურად.

ჩამოგდებული გამანადგურებლის და სირიის შესახებ. თურქეთთან ურთიერთობაზე

იმის ფონზე, რომ ჩვენ თურქეთთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოვთქვით ყველაზე სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით, რა საჭირო იყო ამის გაკეთება? მათ ეგონათ, რომ ჩვენ იქიდან გამოვიქცეოდით? არა, ცხადია, რუსეთი ის ქვეყანა არ არის. თუკი თურქეთის ხელისუფლებაში გადაწყვიტეს ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკონ, არ ვიცი, სწორად მოიქცნენ თუ არა. არ ვიცი, ეს სჭირდებათ ამერიკელებს თუ არა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 17, 2015 14:33

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics