“პუტინი თქვენ და ამერიკას დაგცინით, ბატონო პრეზიდენტო!” – რესპუბლიკელი კონგრესმენი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი დონალდ ტრამპს მიმართავს და თვალსაჩინოებისთვის წუხელ დაბომბილი კიევის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს:

“ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ მუშაობს. სანამ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, პუტინი ბომბავს უკრაინის ქალაქებს. აი, დღევანდელი კიევი. დროა სტრატეგიის შეცვლის.

ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა უკრაინა კბილებამდე უნდა შევიარაღოთ და დავაწესოთ ყველაზე მკაცრი სანქციები. პუტინი დაგცინით თქვენ და ამერიკას, ბატონო პრეზიდენტო”, – წერს ბეიკონი.

banner
წინა სტატიაშისომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს
შემდეგი სტატია“ოცნებამ” ეუთოს ასამბლეაზე საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა – ოპოზიციური პარტიები